სიმ ბარათის აღდგენა

მედიაცენტრი

სიმ ბარათის აღდგენა

 

საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში ბილაინის აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ

 

 

 

თბილისი, 12 ოქტომბერი, 2020 -  საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი   განაგრძობს მომხმარებლისთვის მომსახურების  კიდევ უფრო გამარტივებას და სერვისებზე წვდომის გაფართოვებას. ამიერიდან, როგორც ბილაინის სიმ ბარათის შეძენა, ისე უკვე სიმ ბარათის აღდგენაც შესაძლებელია საქართველოს ფოსტის  81 სერვისცენტში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა  სიმ ბარათი დაკარგა ან დაუზიანდა, ბილაინის მაღაზიების გარდა, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებსაც შეუძლია მიმართოს.

 

 

 

 

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

____________________________________________________________________________________

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""